Accentnews.ge
რუსეთმა ბელგიელი და ჰოლანდიელი დიპლომატების გაძევების შესახებ გამოაცხადა

რუსეთმა ბელგიელი და ჰოლანდიელი დიპლომატების გაძევების შესახებ გამოაცხადა

19/04/2022 13:12:37 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელგიელი და ჰოლანდიელი დიპლომატები პერსონა ნონ–გრატად გამოაცხადა.

როგორც ლავროვის უწყებაში განაცხადეს, მოსკოვში ჰოლანდიის საელჩოს 14–მა და პეტერბურგში გენერალური საკონსულოს ერთმა თანამშრომელმა ქვეყანა ორ კვირაში უნდა დატოვონ.

განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჰოლანდიის ხელისუფლების მიერ ჰააგაში რუსეთის საელჩოს, ამსტერდამში რუსეთის სავაჭრო მისიის და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენლობის 18 თანამშრომლის გაძევების საპასუხოდ.

ამასთან, როგორც აღინიშნა, ბელგიის ელჩი მარკ მიჩიელსენს პროტესტი გამოუცახეს 21 რუსი დიპლომატის გაძევების გამოდა გადასცეს ნოტა მოსკოვში ბელგიის საელჩოს თანამშრომლების პერსონა ნონ–გრატად გამოცხადების შესახებ, რომლებმაც 4 მაისამდე უნდა დატოვონ რუსეთის ტერიტორია, თუმცა დიპლომატების ზუსტი რაოდენობა არ ზუსტდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე დაიბარეს ლუქსემბურგის ელჩი ჟორჟ ფაბერი. მას რუსეთის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ–გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით "მკაცრი პროტესტი" გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ იტოვებენ საპასუხო მოქმედების უფლებას.

მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა კიევის რეგიონის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მტკიცებულება, რომელიც რუსი სამხედროების მიერ თითქმის ერთი თვის განმავლობაში იყო ოკუპირებული, მსოფლიოს მასშტაბით მასობრივად დაიწყეს რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლების გაძევება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S