ხარკოვის მერი: "კვირა დღის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა შეუჩერებლად მიმდინარეობს"
19/04/2022 13:01:45 მსოფლიო
ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს, რომ კვირა დღის შემდეგ ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა შეუჩერებლად მიმდინარეობს.
მისი თქმით, მტერს მშვიდობიანი მოსახლეობა სამიზნეში ჰყავს ამორებული.
"15 ადამიანი მხოლოდ ერთ თავდასხმას ემსხვერპლა", – განაცხადა ტერეხოვმა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინა თავისი მიწის ყოველი სანტიმეტრისთვის იბრძოლებს და არანაირ დათმობაზე არ წავა ტერიტორიებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4,9 მილიონს გადააჭარბა.


