უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე კიდევ ერთი ქართველი დაინიშნა
19/04/2022 12:36:31 მსოფლიო
გიზო უგლავა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. შესაბამისი განცხადება უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. იგი ამ თანამდებობას ახალი დირექტორის არჩევამდე დაიკავებს.
უწყების დირექტორ არტიომ სიტნიკს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 17 აპრილს ამოეწურა.
უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, უგლავა უწყების ერთ-ერთი იდეოლოგია, იგი უწყების დირექტორის პირველ მოადგილედ 2015 წელს დაინიშნა.
გიზო უგლავა 1975 წლის 18 ნოემბერს ქუთაისში დაიბადა, 1998 წლიდან 2012 წლის 7 ნოემბრამდე საქართველოს პროკურატურის სისტემაში მუშაობდა და გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაც ეკავა. 2015 წლიდან იგი უკრაინის მოქალაქეა.


