
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მეხუთედ გაცვალეს
19/04/2022 12:34:38 ევროპა, მსოფლიო
უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა მეხუთეთ განხორციელდა.
უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ცნობით, შედეგად შინ 76 უკრაინელი დაბრუნდა.
გათავისუფლებულთა შორის 60 სამხედროა, მათ შორის – 10 უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი.
რაც შეეხება 16 პირს, ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.