
„Z“ და „V“ სიმბოლოების გამოყენებას ლიეტუვაც კრძალავს
19/04/2022 12:26:02 ევროპა
ლიეტუვის სეიმმა მხარი დაუჭირა შეკრებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონებში ცვლილებებს, რომელიც კრძალავს ტოტალიტარული ან ავტორიტარული რეჟიმების სიმბოლოებს, რომლებიც გამოიყენება მათი აგრესიის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულების პროპაგანდისთვის,– იუწყება Delfi.
დოკუმენტში მითითებულია „გეორგიევსკის ლენტის“, „Z“ და „V“ სიმბოლოების აკრძალვის შესახებ.
მსგავსი სიმბოლოების დემონსტრირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300-700 ევრომდე, იურიდიული პირებისთვის კი – 1200 ევრომდე. განმეორებითი დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-900 ევროს ოდენობით ფიზიკური პირებისთვის, ხოლო 800-1500 ევროს ოდენობით იურიდიული პირებისთვის.
„ამ კანონში ცვლილებები აუცილებელია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის: თუ გვსურს, თავიდან ავიცილოთ უკრაინის ბედი, პრევენციულად უნდა ვიმოქმედოთ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. ის არ თვლემს და ეძებს განსხვავებულ გზებს, რათა შეცვალოს ხალხის აზროვნება, როგორც ეს მოხდა რუსეთის მოქალაქეების თავებში“,– ციტირებს გამოცემა ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთ ავტორს იონიკა ოშმიანსკენეს.
14 აპრილს მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მოლდოვის პარლამენტმა. 19 აპრილს ცვლილებებს მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტმა.