ისტორიაში პირველად, რუსეთისა და ბელარუსის ელჩებს „მაუტჰაუზენის“ გათავისუფლებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არ დაასწრებენ
19/04/2022 12:11:41 მსოფლიო
რუსეთისა და ბელარუსის ელჩებს სთხოვა, არ მივიდნენ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის „მაუტჰაუზენის“ გათავისუფლების 77 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე,– ამის შესახებ Der Standard-ის ცნობით, „მაუტჰაუზენის“ ავსტრიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ვილი მერნიმ განაცხადა.
მისი თქმით, ელჩებს წერილობითი ფორმით გადაეცათ თხოვნა და აღნიშნა ისიც, რომ ეს 77 წლის განმავლობაში პირველი მსგავსი შემთხვევაა.
მერნის განმარტებით, ამჟამად ცერემონიაში რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლების მონაწილეობა „შეუთავსებელი იქნება გადარჩენილი პატიმრების „მაუტჰაუზენის ფიცთან“ და მშვიდობისა და თავისუფლების ღირებულებებთან“. თუმცა, მისი თქმით, ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან ბანაკის ყოფილი პატიმრების ნათესავები და სპეციალიზებული ორგანიზაციები რუსეთიდან და ბელარუსიდან.
„უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც სსრკ-მ განიცადა მოკავშირეებთან ერთად ნაციონალ-სოციალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მისი წვლილი მრავალი საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლებაში, ყოველთვის არ იქნება დავიწყებული, ეს ჩვენი კონტინენტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, რაც შეეხება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს, ძალადობის გაუმართლებელ და ადამიანის უფლებების ყველაზე უხეში დარღვევის შემთხვევებ, არ შეგვიძლია, თავი შევიკავოთ მისი ცალსახად დაგმობისგან“, - ნათქვამია „მაუტჰაუზენის მემორიალისა“ და „მაუტჰაუზენის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივ განცხადებაში.
მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა მაუტჰაუზენში 100 ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს.


