
ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
19/04/2022 11:40:51 საზოგადოება
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ, მერის მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ანტონ გელაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.
აქტიურად მიმდინარეობს სოფლების - დიდი სმადის, უდისა და შოლავერის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 1 800 000 ლარს შეადგენს , რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.