Accentnews.ge
"მოვუწოდებ რუსეთს, დაასრულოს ომი"

"მოვუწოდებ რუსეთს, დაასრულოს ომი"

19/04/2022 11:13:58 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებზე იერიშები დაგმო.

მისი თქმით, სულ უფრო იზრდება ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმების ფაქტები.

"ამ დროის მონაცემებით, 147 სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელდა თავდასხმა. მომხდარის შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთს, დაასრულოს ომი“,- განაცხადა გაბრეისუსმა.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4,9 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S