
რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს
19/04/2022 11:12:56 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორის ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებს უკრაინის გარდა კიდევ 13 სახელმწიფო გამოიძიებს.
მისი თქმით, უკრაინას დახმარებას აშშ–ისა და ევროკავშირის ექსპერტები უწევენ.
"ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება ახლა ფასდაუდებელია. აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტთა გუნდი გვეხმარება დანაშაულების დოკუმენტირებასა და გამოძიებაში. შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლის ფარგლებშიც, უცხოელი ექსპერტები უკრაინელ გამომძიებლებთან და პროკურორებთან ერთად იმუშავებენ. რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება 13-მა სახელმწიფომ დაიწყო," -იუწყება ვენედიქტოვა.