Accentnews.ge
შოიგუმ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომზე ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად გააკეთა კომენტარი

შოიგუმ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომზე ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად გააკეთა კომენტარი

19/04/2022 11:04:07 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ირწმუნება, რომ რუსეთი "თანმიმდევრულად ასრულებს“ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების „განთავისუფლების გეგმას“.

მისი თქმით, ეს აშშ და სხვა დასავლური ქვეყნები აკეთებენ ყველაფერს, რომ „მაქსიმალურად გახანგრძლივონ“ ომის მსვლელობა.

„უცხოური იარაღის მიწოდების მზარდი რაოდენობა ნათლად აჩვენებს მათ განზრახვას, პროვოცირება მოახდინონ კიევის, იბრძოლონ უკანასკნელ უკრაინელამდე“,– ციტირებს შოიგუს BBC–ს რუსული სამსახური.

გამოცემის ცნობით, კომენტარი შოიგუმ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

ბოლო დროს შოიგუ იშვიათად ჩნდება საჯაროდ. მისი ბოლო გზავნილი იყო სამძიმარი რუსი პოლიტიკოსის ვლადიმირ ჟირინოვსკის გარდაცვალების გამო,– აღნიშნავს BBC.

მარტში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S