Accentnews.ge
საფრანგეთი სხვა ქვეყნების დარწმუნებას შეეცდება რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების აუცილებლობაში

საფრანგეთი სხვა ქვეყნების დარწმუნებას შეეცდება რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების აუცილებლობაში

19/04/2022 10:50:23 ევროპა, მსოფლიო

საფრანგეთი მხარს უჭერს რუსულ ნავთობზე ევროკავშირის მიერ ემბარგოს დაწესებას და შეეცდება სხვა ქვეყნების დარწმუნებასაც მსგავსი ნაბიჯის აუცილებლობაში,– იუწყება Reuters საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მერზე დაყრდნობით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ნაბიჯი სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში განიხილება, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი მხარს უჭერს:

„იმედია, უახლოეს კვირებში ჩვენ შევძლებთ, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, შეწყვიტონ რუსული ნავთობის იმპორტი“.

მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი შეიძლება, მოიცავდეს შემაკავებელ ზომებს რუსეთის „სბერბანკზე“, ისევე როგორც ნავთობზე ემბარგოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S