Accentnews.ge
საბერძნეთმა რუსული ნავთობმზიდი დააკავა

საბერძნეთმა რუსული ნავთობმზიდი დააკავა

19/04/2022 10:27:37 ევროპა

საბერძნეთის სანაპირო დაცვამ რუსული ნავთობმზიდი ტანკერი დააკავა დანიშნულების ადგილისკენ მიმავალ გზაზე,– იუწყება Kathimerini.

როგორც უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, გემის დაკავების ბრძანება გაცემული იყო ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი ორგანოს მიერ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში.

არსებული ინფორმაციით, რუსული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი „პეგასი“ ნახევარკუნძულ პელოპონესისკენ მიემგზავრებოდა, რათა ნავთობი სხვა გემზე გადაეტვირთა, თუმცა არასასურველი ამინდის გამო ის უსაფრთხო ტერიტორიიდან გადავიდა სამხრეთ ევბეაში, სადაც ის დააკავეს.

ბორტზე ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფება.

სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ დააკავეს გემი, მაგრამ არა ტვირთი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S