Accentnews.ge
„მედვედჩუკის მიმართვა ვნახეთ“ – პესკოვი

„მედვედჩუკის მიმართვა ვნახეთ“ – პესკოვი

19/04/2022 10:08:54 მსოფლიო

კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკის მიმართვას მოუწმინა, თუმცა ჯერ რეაგირება არ მოუხდენია,– ამის შესახებ, „ინტერფაქსის“ ცნობით, კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

„ვნახეთ (მედვედჩუკის მიმართვა), ამ დროისთვის არანაირი რეაქცია (ვლადიმერ პუტინი - რედ.) არ არის“,– ციტირებს მედიასაშუალება პესკოვს.

მედვედჩუკმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მიმართა და სთხოვა, გაცვალონ ის, მარიუპოლის დამცველებსა და იქ მცხოვრებ მოქალაქეებში. ვიდეომიმართვას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს:

"მე, ვიქტორ მედვედჩუკი, მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. გამცვალეთ მარიუპოლის მცხოვრებლებსა და მცველებში, რომლებიც ამ დრომდე მარიუპოლში იმყოფებიან და ჰუმანიტარული დერეფნების დახმარებით, უსაფრთხოდ გამოსვლის საშუალება არ აქვთ".

პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ მედვედჩუკს ახლო ურთიერთობები აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან: პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. იგი უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს.

19 თებერვალს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მედვედჩუკისა და მისი ცოლის ოქსანა მარჩენკოს ქონება დააყადაღა. მანამდე, ზელენსკიმ საბჭოს მიერ შემოღებული სანქციები აუმოქმედა სახალხო დეპუტატს ფრაქციიდან „ოპოზიციური პარტია - სიცოცხლისთვის“ და მედვედჩუკის თანამებრძოლ ტარას კოზაკს.

მედვედჩუკი სადღეღამისო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მაგრამ მოგვიანებით მას სასჯელის ზომა შეუცვალეს. 26 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ ნაციონალურ პოლიციას დაავალა, შეემოწმებინა, იყო თუ არა მედვედჩუკი მისამართზე, სადაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მაგრამ მედვედჩუკი ადგილზე არ აღმოჩნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S