ქაბულში მომხდარ აფეთქებებს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა
19/04/2022 09:52:15 მსოფლიო
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ერთ-ერთ სკოლასთან მომხდარ აფეთქებებს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, - იუწყება Reuters.
მისი ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არავის აუღია.


