Accentnews.ge
ლავროვი ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის ახალ ეტაპს იწყებს

ლავროვი ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინაში ომის ახალ ეტაპს იწყებს

19/04/2022 09:45:10 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ მომდევნო ფაზას იწყებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მთელი სპეცოპერაციის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი “, - განაცხადა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმაც განაცხადეს, რომ რუსული ჯარები ცდილობენ, გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი რეგიონში.

ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, რუსული არმიის გეგმაა, მართლმადიდებლურ აღდგომამდე მოახდინონ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრული ოკუპაცია.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც აღნიშნა, "ახლა შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს დონბასისთვის ბრძოლა, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ამ შეტევაშია ჩართული":

„არ აქვს მნიშვნელობა რამდენ სამხედროს მოუყრიან თავს, ჩვენ დავიცავთ თავს. ჩვენ ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ არაფერ უკრაინულს“.

შეტევის შესახებ იუწყება ლუგანსკის გუბერნატორი სერგეი ჰაიდაიც:

"ცოტა ხნის წინ დავკარგეთ კონტროლი ქალაქ კრემინაზე. ბრძოლა ქუჩებში მიმდინარეობს... ვითარება ყოველ საათში უარესდება".

ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ძალებმა მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის დაბომბვა დაიწყეს.

„ოკუპანტები იერიშს ახორციელებენ არა მხოლოდ „აზოვსტალის“ მიმართულებით, არამედ არტილერიიდან და ტანკებიდან ისინი აგრძელებენ ქაოტურ დარტყმებს მარცხენა სანაპიროს საცხოვრებელ სექტორზე“, - იუწყება მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო.

არსებული ინფორმაციით, ქარხანას 1000–მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების „ახალ ფაზაზე“, სავარაუდოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრულად აღების მიზნით.

თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთში კამპანია ნაკლებად სავარაუდოა, წარმატებული იყოს: „რუსეთის არმიას არ მიუღია აუცილებელი პაუზა წინა ფაზიდან გამოსასვლელად – მისი მორალური განწყობა დაბალია, ხოლო მარაგი – ამოწურული.

სავარაუდოდ, ის შეძლებს უკრაინული მხარე ძლიერად დაქანცოს, მაგრამ ეს იქნება მაღალი ფასი და ვერ განაპირობებს ომის სწრაფ დასრულებას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S