ახალი ზელანდია რუსული ბანკების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
19/04/2022 09:34:04 მსოფლიო
ახალი ზელანდია რუსეთის უმსხვილესი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რუსული ძალების სასტიკი ქმედებების გამო. ახალი ზელანდია გმობს პუტინის ომს და მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშოსირო გამოძიებას უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის". - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფო სიმდიდრის ფონდს შეეხო. ამასთან, სანქცირებულთა სიაში რუსეთის რვა უმსხვილესი ბანკი მოხვდა.
რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას ცივილიზებულმა სამყარომ უპრეცედენტო სანქციებით უპასუხა.


