Accentnews.ge
ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Stellantis რუსეთში წარმოებას წყვეტს

ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Stellantis რუსეთში წარმოებას წყვეტს

19/04/2022 09:29:49 მსოფლიო

ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Stellantis ლოჯისტიკური სირთულეებისა და მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის ქარხანაში წარმოებას აჩერებს.

მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ავტომობილების მწარმოებელი კომპანია, რომელიც რუსეთში ამზადებდა და ყიდდა Peugot, Citroёn, Opel, Jeep და Fiat-ის ბრენდებს, ქვეყნის ავტომობილების ბაზრის 1%-ს შეადგენს.

ასევე, კომპანიას მეორე იაპონურ ავტომობილების მწარმოებელ გიგანტთან, Mitsubishi-თან ერთად კალუგაში, მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფურგონების მწარმოებელი ქარხანა აქვს, სადაც წარმოება აპრილის დასაწყისში შეჩერდა.

"სანქციების ყოველდღიურად გამკაცრებისა და ლოგისტიკური სირთულეების გათვალისწინებით, Stellantis-მა კალუგაში წარმოება შეაჩერა. კომპანიას წარმოების გაგრძელებით სანქციების დარღვევა არ სურს. ასევე, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თანამშრომლები". - ნათქვამია Stellantis-ის განცხადებაში.

Stellantis-მა რუსეთთან საექსპორტო და საიმპორტო ბიზნესი უკვე შეაჩერა და წარმოება დასავლეთ ევროპაში გადაიტანა. კომპანიის განცხადებით, ისინი რუსეთში ინვესტიციებს აღარ გეგმავენ, ხოლო კალუგას ქარხანა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის გაყიდვებისთვის რჩება.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უამრავმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა რუსული ბაზარი და დახურა ქარხნები რუსეთში.

რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S