
უკრაინელი მედესანტეები ტომსკის ელიტარული დაჯგუფების განადგურების შესახებ იუწყებიან
19/04/2022 09:11:47 ევროპა, მსოფლიო
უკრაინელი მედესანტეები რუსეთის შეიარაღებული ძალების ტომსკის მოტორიზებული დანაყოფის განადგურების შესახებ იუწყებიან.
„ვაგრძელებთ განადგურებული რუსი ოკუპანტების დოკუმენტების გამოქვეყნებას, რომლებიც დანაშაულებრივი ბრძანების შესაბამისად, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახობად ჩამოვიდნენ.
უკრაინელმა მედესანტეებმა ახლახანს, ინტენსიური ბრძოლების არეალში გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო ოლქის 21-ე მოტომსროლელი ბრიგადის დანაყოფი ტომსკიდან“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც აღინიშნა, სწორედ ამ სამხედრო ნაწილის ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ მუდმივად საერთაშორისო წვრთნებში და იღებდნენ პრიზებს.
მედესანტეების ცნობით, მხოლოდ რამდენიმე სამხედროს იდენტიფიცირება მოხერხდა დოკუმენტების მიხედვით, რადგან ნაწილი მათგანი ძლიერ დაზიანდა:
„სავარაუდოდ, ტომსკის ელიტარული მოტორიზებული ბრიგადადან არავინ ელოდა მოვლენათა მსგავს განვითარებას“.