Accentnews.ge
უკრაინაში საქართველოს ექსპორტი 93%-ით დაეცა

უკრაინაში საქართველოს ექსპორტი 93%-ით დაეცა

19/04/2022 08:29:01 ეკონომიკა

დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) უკრაინასთან საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მარტში საქართველოს ექსპორტი უკრაინაში მხოლოდ $1.8 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით $24.6 მილიონით ანუ 93%-ით ნაკლებია.

ექსპორტთან ერთად შემცირებულია უკრაინული იმპორტიც, მარტში საქართველოში სულ 11.2 მილიონი დოლარის უკრაინული იმპორტი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 19.1 მილიონით ანუ 63%-ით ნაკლებია.

მარტში უკრაინიდან საქართველოში 3.6 მილიონი დოლარის ცხოველების საკვები (კოპტონი), 1.4 მილიონის თამბაქოს ნაწარმი, 0.8 მილიონის სპირტიანი სასმელები და 0.3 მილიონის მედიკამენტები შემოვიდა.

რაც შეეხება ექსპორტს, მარტში ექსპორტირებული 1.8 მილიონი დოლარის საქონლიდან 1.3 მილიონი საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას და უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილ პირადი მოხმარების საგნებს შეადგენდა.

უკრაინა 2021 წელს რიგით მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო დანიშნულების ქვეყანა იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S