Accentnews.ge
რუსული ძალები მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანას ბომბავენ

რუსული ძალები მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანას ბომბავენ

19/04/2022 08:08:51 მსოფლიო

რუსული ძალები მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხანას ბომბავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს.

„ოკუპანტები იერიშს ახორციელებენ არა მხოლოდ „აზოვსტალის“ მიმართულებით, არამედ არტილერიიდან და ტანკებიდან ისინი აგრძელებენ ქაოტურ დარტყმებს მარცხენა სანაპიროს საცხოვრებელ სექტორზე“, - აცხადებს ანდრიუშჩენკო.

მანამდე, უკრაინული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქარხანას 1000–მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს.

რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S