Accentnews.ge
ერდოღანი ერაყში ბრძოლის გაგრძელებაზე იუწყება და მეგობარ ქვეყნებს მოუწოდებს, "ტერორისტებს ფინანსურ რესურსებთან წვდომა შეუწყვიტონ"

ერდოღანი ერაყში ბრძოლის გაგრძელებაზე იუწყება და მეგობარ ქვეყნებს მოუწოდებს, "ტერორისტებს ფინანსურ რესურსებთან წვდომა შეუწყვიტონ"

19/04/2022 07:34:06 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მეგობარ ქვეყნებს მოუწოდებს, "ტერორისტებს ფინანსურ რესურსებთან წვდომა შეუწყვიტონ".

"თურქეთის ბრძოლა ტერორისტული PKK–ს (ქურთისტანის მუშათა პარტია) და YPG (PKK-ს სირიის ფილიალი) წინააღმდეგ სირიასა და ერაყში გაგრძელდება, მაგრამ გვჭირდება სხვა ქვეყნების დახმარება, რათა PKK/YPG–ს ყველა ფინანსური რესურსი შეუწყდეს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ ეს ბრძოლა მანამ, სანამ ტერორიზმის საფრთხე არ მოიხსნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის და მთელი კაცობრიობისთვის. თურქეთი მუდმივად აწარმოებს ბრძოლას ტერორიზმის ყველა ფორმის, მათ შორის PKK/YPG–ს, FETO–ს და "დაეშის" წინააღმდეგ. თურქეთი ყველა მეგობარი ქვეყნიდან ძლიერ მხარდაჭერას მოელის, განსაკუთრებით ტერორისტული ჯგუფების ფინანსური რესურსების შეწყვეტის მიმართულებით", – განაცხადა ერდოღანმა ანკარაში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.

გუშინ ანკარამ ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარის განცხადებით, თურქულმა თვითმფრინავებმა წარმატებით შეუტიეს PKK–ს თავშესაფრებს, ბუნკერებს, გვირაბებსა და საწყობებს.

"ოპერაცია გეგმისამებრ წარმატებით ხორციელდება. მიზნები, რომლებიც პირველ ეტაპზე იყო დასახული, მიღწეულია. გადაწყვეტილი გვაქვს, ვიხსნათ ჩვენი ერი ტერორისტული უბედურებისგან, რომელიც 40 წელია, ტანჯავს ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, სანამ უკანასკნელი ტერორისტი არ განეიტრალდება“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S