
პოლონეთში ქართველები დააკავეს
19/04/2022 07:12:12 ევროპა, სამართალი
პოლონეთში სამი ქართველი დააკავეს,– ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
გამოძიების ვერსიით, ქართული დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ ერთ–ერთი სავალუტო ჯიხურს, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და ადგილზე დასაქმებულ ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა თანხის გატაცება ვერ შეძლეს, რადგან 37, 40, 46 წლის პირები პოლიციამ დააკავა.
გამოძიების ცნობით, ისინი „ფორდის“ და „ვოლვოს“ მარკის ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ, რომლებიც ერთ–ერთი კერძო კომპანიისგან ყალბი რუმინული პასპორტით იქირავეს.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.