Accentnews.ge
ზედიზედ მესამე დღეა, რუსეთი „ჰუმანიტარულ დერეფნებს“ არ სთანხმდება

ზედიზედ მესამე დღეა, რუსეთი „ჰუმანიტარულ დერეფნებს“ არ სთანხმდება

19/04/2022 07:02:15 ევროპა, მსოფლიო

ზედიზედ მესამე დღეა, უკრაინულმა მხარემ რუსულთან „ჰუმანიტარულ დერეფნებზე“ შეთანხმება ვერ შეძლო.

როგორც დღეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა, საშიში ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია ვერც 19 აპრილს მოხერხდება.

„დღეს, 19 აპრილს, სამწუხაროდ, ჰუმანიტარული დერეფნები არ იქნება.

დონბასში ინტენსიური დაბომბვა გრძელდება. რაც შეეხება მარიუპოლს: რუსები უარს ამბობენ დერეფნის უზრუნველყოფაზე მშვიდობიანი მოსახლეობის გასასვლელად ბერდიანსკის მიმართულებით. ჩვენ ვაგრძელებთ რთულ მოლაპარაკებებს ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში „ჰუმანიტარული დერეფნების“ გახსნაზე“,– განაცხადა უკრაინის ვიცე–პრემიერმა.

„ჰუმანიტარული დერეფნების“ უზრუნველყოფა ასევე ვერ მოხერხდა 17 და 18 აპრილს, 16 აპრილს ევაკუაციის 9 მარშრუტი მოეწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S