Accentnews.ge
რუსეთი უკრაინას ბელგოროდის ოლქზე "მორიგ საჰაერო იერიშში" ადანაშაულებს

რუსეთი უკრაინას ბელგოროდის ოლქზე "მორიგ საჰაერო იერიშში" ადანაშაულებს

19/04/2022 06:30:59 მსოფლიო

უკრაინაში მეორე საომარი ტალღის წამოწყების ფონზე რუსეთი უკრაინის მიმართ ახალ ბრალდებებს აჟღერებს.

რუსული ტელეგრამ-არხები ვითომდა უკრაინის მიერ ბელგოროდის ოლქზე "მორიგი საჰაერო იერიშის" შესახებ იუწყებიან.

საუბარია ამჯერად სოფელ გოლოვჩინოზე, სადაც, რუსული მხარის მტკიცებით, ადგილობრივი მცხოვრები ქალი დაშავდა. კიევი რუსეთის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, ისევე, როგორც წინა შემთხვევებში.

ცნობისთვის: 18 აპრილს, საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონზე.

"ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს დონბასისთვის ბრძოლა, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ამ შეტევაშია ჩართული" - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე 18 აპრილს.

მანამდე უკრაინის არმიის მესვეურები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა, როგორც ჩანს, ახალი შეტევა დაიწყო აღმოსავლეთით, მას შემდეგ, რაც სულ მცირე შვიდი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში.

უკრაინის გაერთიანებული შტაბი აცხადებს, რომ აღრიცხა "შეტევის დაწყების ნიშნები ოპერაციათა აღმოსავლეთ ფლანგზე", და, როგორც ჩანს, შეტევები კონცენტრირებულია ხარკოვის და დონეცკის რეგიონებში.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ რუსეთი 18 აპრილს დილით შეეცადა დაეწყო "აქტიური ფაზა". მისი თქმით, რუსეთის ძალები შეეცადნენ გაერღვიათ უკრაინის თავდაცვა დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.

შეტევის შესახებ იუწყება სერგეი ჰაიდაიც, ლუგანსკის გუბერნატორი.

"ცოტა ხნის წინ დავკარგეთ კონტროლი ქალაქ კრემინაზე. ბრძოლა ქუჩებში მიმდინარეობს... ვითარება ყოველ საათში უარესდება" - ამბობს ის და დასძენს, რომ მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა აღარ არსებობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S