Accentnews.ge
იტალია უკრაინას იარაღს გაუგზავნის

იტალია უკრაინას იარაღს გაუგზავნის

19/04/2022 06:27:25 მსოფლიო

იტალიის პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის გაგზავნას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ გამოცემა Corriere della Sera-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილება პარლამენტში თითქმის ერთხმად მიიღეს", - განაცხადა დრაგიმ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საჭიროა აგრესორის დასუსტებისთვის, მაგრამ რუსული ჯარის შესაჩერებლად საჭიროა, უკრაინელებს იარაღით დაეხმარონ.

„ასე არ მოქცევა იმის ტოლფასი იქნება, რომ მათ ვუთხრათ: დანებდეთ, მიიღეთ მონობა და მორჩილება - გზავნილი, რომელიც ეწინააღმდეგება სოლიდარობის ჩვენს ევროპულ ღირებულებებს. ამის ნაცვლად, ჩვენ გვინდა მივცეთ საშუალება უკრაინელებს დაიცვან თავი“, - აღნიშნა დრაგიმ.

რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S