Accentnews.ge
რუს დიპლომატებს შინ დაბრუნება შემოვლითი გზებით უწევთ

რუს დიპლომატებს შინ დაბრუნება შემოვლითი გზებით უწევთ

19/04/2022 06:14:16 მსოფლიო

მოსკოვიდან გაგზავნილ თვითმფრინავს საბერძნეთიდან და ესპანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატების ასაყვანად 15 000-კილომეტრიანი შემოვლითი გზით ფრენა მოუწია, – იუწყება ვებ–გვერდი FlightRadar24.

"მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთმა და საბერძნეთმა ერთჯერადი გამონაკლისის სახით თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შესვლისთვის ნება დართო, ფრენები არ შესრულდა ქვეყნებში, რომლებიც ინარჩუნებენ აკრძალვას რუსული ფრენების შესახებ. ფრენის მთლიანი სიგრძე იყო 15,163 კმ. რუსულმა თვითმფრინავმა, თითქმის, ისეთივე გრძელი მანძილი გაიარა, როგორიცაა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფრენა სინგაპურსა და ნიუ-იორკს შორის", - ნათქვამია ვებ–საიტზე გამოქეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვს სანქციები, მათ შორის ევროკავშირმა დაუწესა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S