
უკრაინაში რუსული სადესანტო ხომალდის „ცეზარ კუნიკოვის“ კაპიტნის დაღუპვის შესახებ იუწყებიან
19/04/2022 06:21:53 ევროპა
უკრაინაში რუსული სადესანტო ხომალდის „ცეზარ კუნიკოვის“ კაპიტანი ალექსანდრე ჩირვა დაიღუპა.
როგორც სევასტოპოლის „გუბერნატორმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამ–არხზე დაწერა, ის „ბრძოლაში მიღებული ჭრილობებით“ გარდაიცვალა.
ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ სევასტოპოლში დაკრძალეს.
ალექსანდრე ჩირვა დაიბადა სევასტოპოლში, თუმცა ჩადგა რუსული მხარის სამსახურში და მიიღო შავი ზღვის ფლოტის 197-ე ბრიგადის დიდი სადესანტო გემის „ცეზარ კუნიკოვის“ მეთაურის პოზიცია. ჰქონდა მე-3 რანგის კაპიტნის წოდება. ის 2015-2016 წლებში სირიის ომში მონაწილეობდა.
მისი მამა და ძმაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ.