მინსკი ევროკავშირის სამ სახელმწიფოს ემუქრება
19/04/2022 06:09:56 მსოფლიო
მინსკი ევროკავშირის სამ სახელმწიფოს ემუქრება.
შესაბამისი განცხადება ლუკაშენკოს ხელისუფლების უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ვოლფოვიჩმა გააკეთა.
საუბარია პოლონეთზე, ლიეტუვასა და ლატვიაზე, რომლებიც, ვოლფოვიჩის მტკიცებით, ბელარუსს "რაღაცას უმზადებენ".
"ამ ქვეყნებში იზრდება სამხედროებისა და შეიარაღების რაოდენობა. იზრდება ასევე ბელარუსის საზღვრების სიახლოვეს ფრენების რიცხვი. როგორც ჩანს, აგრესიისთვის ამზადებენ თავის ინფრასტრუქტურას. მაგრამ არ გამოვა ისე, რომ ეს მარტო ბელარუსის ტერიტორიას შეეხოს. ისინი ხედავენ, რა ხდება დღეს უკრაინაში, როგორი აფეთქებებია, ნგრევა, მსხვერპლი და იმედი მაქვს, არ მოინდომებენ, იგივე თავის ტერიტორიაზე იხილონ" - აღნიშნა ვოლფოვიჩმა.


