Accentnews.ge
უკრაინის საგარეო უწყება იმ დიპლომატიური წარმომადგენლობების სიას აქვეყნებს, რომელთა დიპლომატებიც კიევში მუშაობენ

უკრაინის საგარეო უწყება იმ დიპლომატიური წარმომადგენლობების სიას აქვეყნებს, რომელთა დიპლომატებიც კიევში მუშაობენ

19/04/2022 06:08:18 მსოფლიო

კიევში კვლავ მუშაობს 16 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყება იმ დიპლომატიური წარმომადგენლობების სიას აქვეყნებს, რომელთა დიპლომატებიც კიევში მუშაობენ, მათ შორისაა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაც.

„კიევში ყოველდღიურად სხვა ქვეყნების სულ უფრო მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა ანახლებს მუშაობას. დღეს დედაქალაქში კვლავ მუშაობენ 16 დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატები – ევროკავშირის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის, თურქეთის, ჩეხეთის, სლოვენიის, ვატიკანის, მოლდოვის, საქართველოს, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის. მადლობა ჩვენს მეგობრებს მხარდაჭერისთვის!“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მუშაობა არც ერთი დღით არ შეუჩერებიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S