ნედ პრაისი:"რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ტერორის, სისასტიკის, აღმაშფოთებელი აგრესიის კამპანიას ატარებს"
19/04/2022 05:22:59 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ "ტერორის, სისასტიკის, აღმაშფოთებელი აგრესიის კამპანიას ატარებს".
ამის შესახებ პრაისის 18 აპრილს რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის კომენტირებისას განაცხადა.
"რაც ბოლო საათებში ვიხილეთ, ლვოლვზე და კიევის შემოგარენზე თავდასხმების სახით, რაც ვიხილეთ ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა მარიუპოლი, ხარკოვი, რაც ვნახეთ ბუჩაში - ეს ყველაფერი არის მკაფიო ნიშანი, მკაფიო ჩვენება სისასტიკის და ტერორის კამპანიისა, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ" - აცხადებს ნედ პრაისი.
18 აპრილს, საღამოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევა აღმოსავლეთის დონბასის რეგიონზე.
"ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ რუსეთის ჯარებმა დაიწყეს დონბასისთვის ბრძოლა, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ამ შეტევაშია ჩართული" - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე 18 აპრილს.


