აშშ რუსეთის "ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ" აღიარების შესაძლებლობას განიხილავს
19/04/2022 01:28:16 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განიხილავს ყველა შესაძლო ინსტრუმენტს, რათა რუსეთს უკრაინაში ომისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს, ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ გამოცხადების ჩათვლით, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
"ჩვენ გულდასმით ვსწავლობთ ფაქტებს, კანონებს. ამ პროცესმა შესაძლოა, რამდენიმე კვირა წაიღოს, თუმცა გამოვიყენებთ ყველაფერს, რის შესაძლებლობასაც კანონი გვაძლევს და რასაც მიზანშეწონილად და ეფექტურად ჩავთვლით" - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: რუსეთის "ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ" აღიარების თხოვნით გასულ კვირას ამერიკელ კოლეგას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.


