Accentnews.ge
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მოქმდებაში: უკრაინელებმა რუსეთის Су-30 და ოთხი უპილოტო "Орлан-10" ჩამოაგდეს

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მოქმდებაში: უკრაინელებმა რუსეთის Су-30 და ოთხი უპილოტო "Орлан-10" ჩამოაგდეს

19/04/2022 01:20:09 მსოფლიო

უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა დონბასში რუსული არმიის გამანადგურებელი Су-30 და ოთხი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი "Орлан-10" ჩამოაგდეს, - იუწყება გაერთიანებული ძალების შტაბი.

მისივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა წარმატებით მოიგერიეს რუსების შვიდი შეტევა.

განადგურებულია რუსული არმიის 10 ტანკი, 1 საარტილერიო სისტემა, 18 ერთეული ჯავშანტექნიკა, 8 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და 1 ყუმბარმტყორცნი.

ცნობისთვის: გასული ღამით რუსეთის ჯარმა უკრაინის აღმოსავლეთში ახალი შეტევები წამოიწყო და უკრაინის ტერიტორიაზე საარტილერიო დარტყმებიც გააძლიერა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S