Accentnews.ge
ემანუელ მაკრონი: "საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება"

ემანუელ მაკრონი: "საფრანგეთს რუსული გაზი არ სჭირდება"

19/04/2022 01:10:56 ევროპა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, მის ქვეყანას რუსული გაზი არ სჭირდება.

"ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე... მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება. ამჟამად პარიზი მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა ქვეყნებთან გაზის შესასყიდად. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, მხარი დავუჭიროთ ემბარგოს რუსული ნავთობის შესყიდვაზე და მინდა, ვთქვა, რომ ამ საკითხის განხილვა ჩვენს გამო არ გადადებულა" - განაცხადა მაკრონმა ტელეკომპანია "France 5"-თან ინტერვიუში.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვაზე ემბარგოს სწორედ საფრანგეთი და გერმანია აფერხებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S