მარიუპოლის მერი: "რუსულმა ძალებმა 40 000–მდე მშვიდობიანი მოქალაქე ქალაქიდან იძულებით გადაიყვანეს"
18/04/2022 18:31:20 მსოფლიო
რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა 40 000–მდე მშვიდობიანი მოქალაქე ქალაქიდან იძულებით გადაიყვანეს.
"მუნიციპალური რეესტრის მეშვეობით დავადგინეთ, რომ ამ დროისთვის იძულებით გაყვანიალია დაახლოებით 40 000 მშვიდობიანი მოქალაქე. მათი უმეტესობა რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად უკრაინულ რეგიონებში გაგზავნეს"– აცხადებს ვადიმ ბოიჩენკო.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის დაკავებას რუსი სამხედროები უკვე 50 დღეზე მეტია, უშედეგოდ ცდილობენ.


