კიევში ესპანეთის საელჩო მუშაობას "უახლოეს დღეებში" განაახლებს
18/04/2022 15:42:43 მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით, ესპანეთი კიევში საელჩოს მუშაობას "უახლოეს დღეებში" განაახლებს.
"ეს იქნება ესპანეთის მთავრობისა და საზოგადოების ერთგულების ახალი ნიშანი უკრაინელი ხალხის მიმართ",- თქვა სანჩესმა.
ესპანეთმა საელჩოს თანამშრომლები კიევიდან 27 თებერვალს გაიყვანა.
კიევში საელჩოს მუშაობა განაახლა ევროკავშირმაც.
რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს


