Accentnews.ge
რუსმა ოკუპანტებმა გენიჩესკში ლენინის ძეგლი დადგეს

რუსმა ოკუპანტებმა გენიჩესკში ლენინის ძეგლი დადგეს

18/04/2022 15:43:31 მსოფლიო

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ხერსონის ოლქის ქალაქ გენიჩესკში, ადგილობრივი ადმინისტრაციის თავზე წითელი დროშა აღმართეს, ხოლო შენობის წინ ლენინის ძეგლი დადგეს.

ამის ამსახველი ფოტო სოცქსელში გენადი მალიუკოვმა გამოაქვეყნა, რომელიც რუსებმა ადგილობრივი პოლიციის ახალ ხელმძღვანელად დანიშნეს.

როგორც ინტერნეტ-მომხმარებლები აღნიშნავენ, ეს ის ძეგლი არაა, რომელიც ქალაქში წლების წინ იდგა. საიდან გაჩნდა ლენინის ახალი ქანდაკება - უცნობია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში საბჭოთა სიმბოლიკა და საბჭოთა ლიდერების ძეგლების აღმართვა კანონით იკრძალება. ყველა მსგავსი ძეგლი 2014 წლის შემდეგ დემონტირებულია.

საინტერესოა, რომ ბოლო სატელევიზიო გამოსვლებში ლენინს აუგად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. ომის მიზეზებზე საუბრისას მან საბჭოთა ბელადს "თანამედროვე უკრაინის შემოქმედი" უწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S