უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: "უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს"
18/04/2022 15:23:59 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, - იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.
"უკრაინელი სამხედროების მიერ ინტენსიური საომარი მოქმედებების შედეგად რამდენიმე დასახლება გათავისუფლდა. ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით", - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს პრეს–სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა.
მისი თქმით, იზიუმთან რუსული ქვედანაყოფები ყველაზე მეტად არიან კონცენტრირებული.
„აქედან ისინი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე შეტევას შეეცდებიან“, - დასძინა მან.


