Accentnews.ge
ანდრუსჩენკო: "ოკუპანტებს მარიუპოლში, სულ მცირე, 20 ათასი უკრაინელი ე.წ. საფილტრაციო ბანაკში ჰყავთ"

ანდრუსჩენკო: "ოკუპანტებს მარიუპოლში, სულ მცირე, 20 ათასი უკრაინელი ე.წ. საფილტრაციო ბანაკში ჰყავთ"

18/04/2022 15:06:27 მსოფლიო

"ოკუპანტებს მარიუპოლში, სულ მცირე, 20 ათასი უკრაინელი ე.წ. საფილტრაციო ბანაკში ჰყავთ", – ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა პეტრ ანდრუსჩენკომ განაცხადა.

ანდრუსჩენკოს თქმით, რუსეთი ამ გზით ხელს უშლის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობას.

როგორც მან აღნიშნა, კიდევ 5-7 ათასამდე ადამიანს, რომლებიც ამგვარ ბანაკებში იმყოფებიან, რუსული მხარე იძულებითი დეპორტაციისთვის ამზადებს.

მანამდე, მარიუპოლის საკრებულო აცხადებდა, რომ ალყაში მოქცეული ქალაქის მცხოვრებლები რუსულ ძალებს იძულებით მიჰყავდათ რუსეთის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. მარიუპოლის დაკავებას რუსი სამხედროები უკვე 50 დღეზე მეტია, უშედეგოდ ცდილობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S