მოსკოვში "გაზპრომბანკის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მისი მეუღლე და შვილი გარდაცვლილები იპოვეს
18/04/2022 14:54:30 მსოფლიო
"გაზპრომბანკის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მისი მეუღლე და შვილი მოსკოვში, უნივერსიტეტის გამზირზე მდებარე ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, 51 წლის ვლადისლავ ავაევმა ჯერ ცოლ- შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
არსებული ინფორმაციით, პოლიციას ოჯახის ახლობლებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც მათთან დაკავშირება ვერ შეძლეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი კარი შიგნიდან დახვდათ ჩაკეტილი.
მომხდარზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


