Accentnews.ge
"აზოვის" მეთაური – რომის პაპს: "მხოლოდ ლოცვა საკმარისი არაა, დაგვეხმარეთ, რომ ვუშველოთ ხალხს"

"აზოვის" მეთაური – რომის პაპს: "მხოლოდ ლოცვა საკმარისი არაა, დაგვეხმარეთ, რომ ვუშველოთ ხალხს"

18/04/2022 14:36:01 მსოფლიო

"აზოვის" 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა რომის პაპს ფრანცისკეს მიმართავს, დაეხმაროს უკრაინას რუსული ძალების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციაში.

"თქვენო უწმინდესობავ! მე კათოლიკე არ ვარ, მართლმადიდებელი ვარ. ღმერთის მწამს და ვიცი, რომ სინათლე ყოველთვის იმარჯვებს სიბნელეზე. მე არ მინახავს თქვენი მოწოდებები მსოფლიოსადმი და არ წამიკითხავს თქვენი ყველა განცხადება ბოლო პერიოდის განმავლობაში. 50 დღეზე მეტია, ვიბრძვი. ერთადერთი რაზეც მაქვს დრო ბრძოლაა მტრის მიერ ოკუპირებული ქალაქის თითოეული მეტრისთვის. მე ოფიცერი ვარ, რომელმაც ფიცი დადო საკუთარი ქვეყნის ერთგული იყოს და მე მზად ვარ, ბოლომდე ვიბრძოლო. მიუხედავად იმისა, რომ მტრის ძალა აღემატება [ჩვენსას], მიუხედავად იმისა, რომ არაადამიანური პირობებია, მუდმივი საარტილერიო და სარაკეტო სროლებია, წყლის, საკვების და მედიკამენტების უკმარისობაა. თქვენ ალბათ, ბევრი რამ გინახავთ ცხოვრებაში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს გინახავთ ის, რაც ახლა მარიუპოლში ხდება. ზუსტად ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე. მე ცოტა დრო მაქვს ამისათვის, რომ აღვწერო ყველა ის საშინელება, რასაც აქ ყოველ დღე ვხედავ. ქარხანაში, თავშესაფრებში ცხოვრობენ ქალები ბავშვებთან, ჩვილებთან ერთად. სიცივესა და შიმშილში. ყოველდღე მტრის ავიაციის სამიზნე არიან. ყოველდღე იღუპებიან დაჭრილები, იმიტომ რომ არ არიან მედიკოსები, არ გვაქვს წყალი, საკვები. მოგმართავთ დახმარების თხოვნით. რადგან დადგა დრო, როცა მხოლოდ ლოცვა საკმარისი არაა. დაგვეხმარეთ, რომ ვუშველოთ. თეატრის დაბომბვის შემდეგ აღარავის სჯერა რუსი ოკუპანტების. უამბეთ მსოფლიოს სიმართლის შესახებ, მოახდინეთ ხალხის ევაკუაცია და გადაარჩინეთ მათი სიცოცხლე სატანისგან, რომელსაც სურს ყველაფერი ცოცხალი გაანადგუროს", – ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის დაკავებას რუსი სამხედროები უკვე 50 დღეზე მეტია, უშედეგოდ ცდილობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S