Accentnews.ge
მოსკოვის მერი: "დასავლური კომპანიების გასვლის შემდეგ ქალაქში 200 000–მდე ადამიანი სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა"

მოსკოვის მერი: "დასავლური კომპანიების გასვლის შემდეგ ქალაქში 200 000–მდე ადამიანი სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა"

18/04/2022 13:39:28 მსოფლიო

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ დასავლური კომპანიების გასვლის შემდეგ ქალაქში 200 000–მდე ადამიანი სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

მისი თქმით, უმუშევრობის რისკის ქვეშ მყოფი მუშახელის დასახმარებლად გეგმა შემუშავდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ დედაქალაქის ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესებისკენ მიმართული გეგმის განხორციელებას. გასულ კვირას დავამტკიცეთ პროგრამა სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ მყოფი თანამშრომლების მხარდასაჭერად. ფედერალური ბიუჯეტიდან მის განსახორციელებლად გამოიყოფა 3,36 მილიარდი რუბლი. უპირველეს ყოვლისა, პროგრამა მიმართულია უცხოური კომპანიების თანამშრომლებზე, რომლებმაც დროებით ან სამუდამოდ შეაჩერეს საქმიანობა რუსეთში. ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 200 000 ადამიანი სამუშაოს დაკარგვის საფრთხის წინაშეა“, - აცხადებს სობიანინი.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვს სანქციები სხვადასხვა სახელმწიფოებმა დაუწესეს, რის გამოც დასავლეთის კომპანიების ნაწილმა ქვეყანაში საქმინაობა დროებით შეაჩერა, ნაწილმა კი რუსული ბაზარი სამუდამოდ დატოვა. ანალიტიკოსების ვარაუდით, დასავლეთის სანქციების სრული ეკონომიკური შედეგი ჯერ კიდევ არ არის საგრძნობი და რუსეთს სამომავლოდ ღრმა რეცესია ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S