Accentnews.ge
სოფლის მეურნეობის მინისტრი – პურის ფასზე: "ვერ ვიქნებით გამონაკლისი"

სოფლის მეურნეობის მინისტრი – პურის ფასზე: "ვერ ვიქნებით გამონაკლისი"

18/04/2022 11:31:53 საზოგადოება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებს, რომ საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი მაშინ, როცა მსოფლიოში პროდუქტებზე ფასები იზრდება. ასე უპასუხა მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, რა გეგმა აქვს მთავრობას პურის ფასის მოსალოდნელ ზრდასთან დაკავშირებით.

"თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი იმ პროცესებიდან, რაც ხდება მსოფლიოში. მარტის თვეში 13 პროცენტზე მეტით არის ფასები გაზრდილი მსოფლიოში. შესაბამისად, იმ პროდუქტებთან მიმართებაში, რომელთანაც ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე და კარგად არის ცნობილი, რომ ფქვილის და ხორბლის იმპორტს ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე, ვერ ვიქნებით მოწყვეტილი", - განაცხადა მინისტრმა.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის დაწყებასთან ერთად ინფლაციის მაჩვენებელი გაიზარდა.

საქართველოში ფქვილისა და ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტიორი ქვეყნები საომარ მდგომარეობაში არიან. 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთმა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო და ათასობით მოქალაქე დაიღუპა. რუსეთი ბომბავს არა მარტო საცხოვრებელ სახლებს, არამედ საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და საბავშვო ბაღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S