
პატრიარქმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა
18/04/2022 11:19:48 საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
"უკრაინაში ომმა, სამწუხაროდ, კვლავ შეიწირა ჩვენი თანამემამულენი. აღვავლენთ ლოცვებს დავით მენაბდიშვილის, ნიკოლოზ შანავას, ალექსანდრე ცაავას, არკადი კასრაძის, ზაზა ბიწაძის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწწარმოებს. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 9 ქართველი სამხედრო დაიღუპა.