Accentnews.ge
ევროპის 11-მა ქვეყანამ საზღვრებზე ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნა

ევროპის 11-მა ქვეყანამ საზღვრებზე ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნა

18/04/2022 11:12:07 მსოფლიო

"კოვიდ–19"–ით ინფიცირების შემთხვევების კლებისა და ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ევროპის 11-მა ქვეყანამ საზღვრებზე ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნა.

ამ ქვეყანაში ჩასვლისას აღარ არის საჭირო ე.წ მწვანე პასპორტი, აცრა, გამოჯანმრთელების ცნობა და ტესტი.

ქვეყნები, რომლებმაც შეზღუდვები გააუქმეს:

  • ჩეხეთი;
  • დანია;
  • უნგრეთი;
  • ისლანდია;
  • ირლანდია;
  • ლატვია;
  • ნორვეგია;
  • პოლონეთი;
  • რუმინეთი;
  • სლოვენია;
  • შვედეთი.

გარდა ამისა, ამ დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნა უქმდება ბარებში, კაფეებში, რესტორნებში, მუზეუმებში, თეატრებში, სავაჭრო ცენტრებსა და დიდ ღონისძიებებზე.

შეზღუდვების გარეშე ხსენებულ ქვეყნებში ჩასვლა, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S