Accentnews.ge
თბილისის მეტროპოლიტენისა და ავტობუსების მუშაობის განრიგი სააღდგომოდ

თბილისის მეტროპოლიტენისა და ავტობუსების მუშაობის განრიგი სააღდგომოდ

18/04/2022 11:05:16 საზოგადოება

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ღამეს მეტროპოლიტენი გახანგრძლივებულად იმუშავებს. კერძოდ, 23 აპრილის ღამის 12 საათიდან 24 აპრილის დილის 4 საათამდე.

გარდა ამისა, 24 და 25 აპრილს დილის რვიდან საღამოს რვა საათამდე თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს.

კალაძის თქმით:

  • მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ გაიყვანს;
  • ძველი და ახალი კუკიის სასაფლაოებისკენ სადგურისა და კოტე მარჯანიშვილის მოედნებიდან;
  • საბურთალოს საქალაქო სასაფლაომდე - მეტროსადგურ „დელისიდან“;
  • ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოსკენ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“;
  • ველის სასაფლაოსკენ მიმავალი ავტობუსი გაჩერდება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის 25-ე კორპუსის მიმდებარედ;
  • ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოსკენ ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ და შუამთის ქუჩიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S