რაისი ისრაელს ემუქრება: "თუ ირანის წინააღმდეგ იმოქმედებთ, სიონისტური რეჟიმის ცენტრს სამიზნეში ამოვიღებთ"
18/04/2022 10:52:06 მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ისრაელს ემუქრება.
"ირანის წინააღმდეგ სულ მცირედი ნაბიჯიც რომ იყოს თქვენს მიერ გადადგმული, სიონისტური რეჟიმის ცენტრი ჩვენი შეიარაღებული ძალების სამიზნე გახდება", - განაცხადა პრეზიდენტმა ირანის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.
თეირანს მხარს უჭერს ისრაელის მოწინააღმდეგე გასამხედროებულ ჯგუფებს, როგორებიცაა "ჰამასი" და "ჰესბოლა".
ამასთან, თეირანი ისრაელს ბრალს სდებს მისი ბირთვული ობიექტების საბოტაჟში და ბირთვული სფეროს მეცნიერების მკვლელობებში.
ისრაელი ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის ნებისმიერ ბირთვულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, მსგავსი შეთანხმება რეგიონში ირანის სამხედრო მოქმედებების შეზღუდვისთვის საკმარისი არ არის.
როგორც ისრაელი აცხადებს, ის არანაირი შეთანხმებით არ შეიზღუდება და შესაძლოა, ცალმხრივადაც იმოქმედოს ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ.


