ლვოვში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა
18/04/2022 10:43:41 მსოფლიო
ლვოვში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ლვოვის რეგიონის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს დილით ოთხი რაკეტა იქნა გასროლილი, მათგან სამი საწყობს მოხვდა, მეორე კი ავტოფარეხს.
როგორც მან აღნიშნა, წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო დარტყმები კასპიის ზღვიდან საჰაერო სივრციდან განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.


