რუსეთმა Human Rights Watch-ის ვებ–გვერდი დაბლოკა
18/04/2022 09:55:46 მსოფლიო
"როსკომნადზორმა" რუსეთის გენერალური პროკურატურის თხოვნით, აკრძალული საიტების რეესტრს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch დაამატა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სტატია სახელწოდებით "უკრაინა: ბრძოლებს გაქცეული მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან რუსული თავდასხმის დროს" საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
Human Rights Watch-ის სტატიაში საუბარია რუსული ჯარების მიერ ჰუმანიტარული დერეფნების დაბომბვაზე.


