Accentnews.ge
საერთაშორისო სემინარი თემაზე, „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“ მიმდინარეობს

საერთაშორისო სემინარი თემაზე, „შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“ მიმდინარეობს

18/04/2022 09:00:31 საზოგადოება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო ,,რედისონში’’ III საერთაშორისო სემინარი თემაზე:„შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“ მიმდინარეობს.

სემინარში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები; სამეცნიერო ღონისძების თემატიკა მოიცავს არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და ისტორიის სხვადასხვა დარგობრივ მიმართულებას.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, "აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მსგავს სემინარს ყოველწლიურად ატარებს, რომლის მეშვეობითაც ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისადმი შავი ზღვის აუზის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სპეციალისტთა შორის კომუნიკაციის გაზრდა და პერსპექტივაში ახალი სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ურთიერთობების ორგანიზება.

წარმოდგენილია ეთნო-კუთხე - აჭარული ნაქარგობების შესახებ. ქარგვის ტრადიციულ კულტურას 2020 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

გაიმართა წიგნის „ფერადი ლითონების მეტალურგიასთან დაკავშირებული ახლადაღმოჩენილი კულტურა“ პრეზენტაცია (ავტორი: არქეოლოგი ამირან კახიძე), რომელიც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით გამოიცა.

ამ დღესთან დაკავშირებით დღეიდან 26 აპრილის ჩათვლით მუზეუმები ვიზიტორებისათვის უფასოა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S