ბრიტანული დაზვერვა: "რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის მეორე ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს"
18/04/2022 08:29:18 მსოფლიო
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის მეორე ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს.
„მარიუპოლში დასახლებული რაიონების დაბომბვა 1999 წელს ჩეჩნეთში და 2016 წელს სირიაში რუსეთის მიერ გამოყენებული მიდგომის მსგავსია. ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი არც ქალაქებზე განახორციელებს დარტყმებს და არც უკრაინის მოსახლეობის სიცოცხლეს დაემუქრება“, – ნათქვამია ანგარიშში.
მისი ცნობით, უკრაინელების წინააღმდეგობამ რუსული ძალები მძიმე გამოცდის წინაშე დააყენა.
ამასთან, მისი ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან მარიუპოლის აღების მცდელობას დიდი მსხვერპლი მოჰყვა, განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი.


